Texas Instruments
|
| |
|
| |
| ტიპი | საჯარო |
|---|---|
| დარგი | ნახევარგამტარები |
| დაფუძნდა |
1930 (როგორც Geophysical Service Incorporated) 1951 (როგორც Texas Instruments) |
| დამაარსებელი | იუჯინ მაკდერმოტი, სესილ ჰ. გრინი, ჯონ ერიკ იონსონი, პატრიკ ე. ჰაგერტი |
| სათავო ოფისი |
დალასი, |
| შემოსავალი |
|
| თანამშრომელი | 34,000 (2024) |
| საიტი | ოფიციალური საიტი |
Texas Instruments Incorporated (შემოკლებით TI) — ნახევარგამტარების მწარმოებელი მრავალეროვნული ამერიკული კომპანია, რომლის სათავო ოფისი დალასში, ტეხასის შტატში მდებარეობს.[1] გაყიდვების მოცულობით ის მსოფლიოს ნახევარგამტარების მწარმოებელ 10 უმსხვილეს კომპანიას შორის შედის.[2] კომპანია ძირითადად ორიენტირებულია ანალოგური ჩიპებისა და ჩაშენებული პროცესორების შემუშავებაზე, რაზეც მისი შემოსავლის 80%-ზე მეტი მოდის.[3] TI ასევე აწარმოებს სინათლის ციფრული დამუშავების (DLP) ტექნოლოგიას და საგანმანათლებლო ტექნოლოგიურ პროდუქტებს, მათ შორის კალკულატორებს, მიკროკონტროლერებს და მრავალბირთვიან პროცესორებს.[4]
Texas Instruments 1951 წელს Geophysical Service Incorporated-ის რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა. ეს კომპანია 1930 წელს დაარსდა და სეისმურ ინდუსტრიაში გამოსაყენებელ მოწყობილობებს, ისევე როგორც თავდაცვით ელექტრონიკას აწარმოებდა.[5]
TI-მ გამოუშვა მსოფლიოში პირველი კომერციული სილიციუმის ტრანზისტორი 1954 წელს.[6] იმავე წელს დააპროექტა და გამოუშვა პირველი ტრანზისტორული რადიომიმღები. 1958 წელს, ჯეკ კილბიმ, TI-ის ცენტრალური კვლევითი ლაბორატორიებში მუშაობისას ინტეგრირებული მიკროსქემა გამოიგონა. TI-მ აგრეთვე გამოიგონა ხელის კალკულატორი 1967 წელს, ხოლო 1970 წელს წარმოადგინა პირველი ერთჩიპიანი მიკროკონტროლერი.[7]
1987 წელს, TI-მ გამოიგონა სინათლის ციფრული დამუშავების მოწყობილობა (ცნობილი როგორც DLP ჩიპი), რომელიც საფუძვლად დაედო კომპანიის DLP ტექნოლოგიას და DLP Cinema-ს.[7] TI-მ 1990 წელს გამოუშვა პოპულარული TI-81 კალკულატორი, რითაც გახდა მოწინავე კომპანია გრაფიკული კალკულატორების ინდუსტრიაში. საფონდო ბირჟაზე, Texas Instruments ხშირად განიხილება ნახევარგამტარებისა და ელექტრონიკის მთელი ინდუსტრიის ინდიკატორად, ვინაიდან კომპანია 100,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.[8][9][10]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Texas Instruments“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
- Texas Instruments — SEC.GOV
- Texas Instruments-ის ისტორია და ინოვაციები — ტეხასის შტატის ისტორიული ასოციაცია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "TI Mailing Address დაარქივებული February 19, 2009, საიტზე Wayback Machine. ." Texas Instruments. Retrieved on June 12, 2009.
- ↑ Top semiconductor companies sales 2012–2015 | Statistic. ციტირების თარიღი: 2016-07-08
- ↑ About TI – Technology and innovation – TI.com. ციტირების თარიღი: 2016-07-08
- ↑ TI Fact sheet | Who we are | Company | About TI. ციტირების თარიღი: 2016-08-01
- ↑ Texas Instruments – Low Bandwidth Timeline – Key TI Events. ციტირების თარიღი: 2016-07-08
- ↑ ScienCentral. The First Silicon Transistor.
- ↑ 7.0 7.1 About TI – History – TI.com. ციტირების თარიღი: 2016-07-08
- ↑ Texas Instruments' Forecast Stokes Optimism for a Chip Revival – BNN Bloomberg (April 23, 2019).
- ↑ Bary, Emily. „It's not just Texas Instruments, Morgan Stanley warns“. MarketWatch.
- ↑ Morra, James (2022-01-27). „TI Sees Strong Chip Demand Ahead Amid Production Ramp-Up“. Electronic D. ციტირების თარიღი: 2022-01-30.