Computer Space
| Computer Space | |
|---|---|
|
| |
| დეველოპერ(ებ)ი | Syzygy Engineering |
| გამომცემელი | Nutting Associates |
| პლატფორმ(ებ)ი | არკადა |
| გამოსვლის თარიღი |
|
| ჟანრ(ებ)ი | კოსმოსური ბრძოლის სიმულატორი |
| რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი, მრავალმოთამაშიანი |
| დიზაინერ(ებ)ი |
ნოლან ბუშნელი ტედ დებნი |
Computer Space — კოსმოსური ბრძოლის ჟანრის არკადული ვიდეო თამაში, რომელიც შექმნეს Syzygy Engineering-ის დამფუძნებლებმა (შემდგომში Atari, Inc.), ნოლან ბუშნელმა და ტედ დებნიმ 1971 წელს. „Computer Space“ იყო პირველი არკადული ვიდეო თამაში, ისევე როგორც პირველი კომერციულად ხელმისაწვდომი ვიდეო თამაში.
Computer Space არის 1962 წლის კომპიუტერული თამაშის „Spacewar!“-ის დერივატივი. თამაშში მოთამაშე მართავს კოსმოსურ ხომალდს, რომელიც ებრძვის კომპიუტერის მიერ კონტროლირებულ მფრინავ თეფშებს. მთავარი მიზანია გამოყოფილი დროის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი მტრის ხომალდის განადგურება. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე მფრინავ თეფშებზე მეტ ქულას დააგროვებდა, მას დამატებითი რაუნდში მონაწილეობის უფლება ეძლეოდა. თამაში მოთავსებულია სპეციალურ მინაბოჭკოვან ფუტურისტულ აპარატში.
ბუშნელმა და დებნიმ თამაში 1970–1971 წლებში შექმნეს, როგორც „Spacewar!“-ის მონეტაზე მომუშავე ვერსია. მათ თავდაპირველად სურდათ, რომ იგი Data General Nova-ს მსგავს მინი-კომპიუტერებზე მინიმალური ხარჯებით გაეშვათ, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვიტეს ცენტრალური კომპიუტერი შეეცვალათ სპეციალურად შემუშავებული აპარატურით, რომელიც მხოლოდ ამ კონკრეტული თამაშის გასაშვებად იქნებოდა განკუთვნილი. სანამ ისინი ადრეულ კონცეფციაზე მუშაობდნენ, ბუშნელმა თამაშის დასამზადებლად Nutting Associates-თან დაიწყო თანამშრომლობა. Nutting-თან პარტნიორობით, მათ დაასრულეს პროდუქტი და პირველი სატესტო გაშვებები 1971 წლის აგვისტოში დაიწყეს.
პროექტის წარმატების მიუხედავად (1972 წლის შუა რიცხვებში გაყიდული იყო 1,000-ზე მეტი ასლი. საბოლოო ჯამში გაიყიდა 1,300–1,500 ერთეული), მან ვერ გაამართლა Nutting-ის მოლოდინები. 1972 წელს გამოვიდა „Computer Space“ კლონი — „Star Trek“ (1972), ხოლო Nutting-მა 1973 წელს, ბუშნელისა და დებნის მონაწილეობის გარეშე, „Computer Space“-ის ორმოთამაშიანი ვერსია გამოუშვა. „Computer Space“-ის გამოშვებით დასრულდა ვიდეო თამაშების ადრეული ისტორია და საფუძველი ჩაეყარა კომერციული ვიდეო თამაშების ინდუსტრიას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- DeMaria, Rusel; Wilson, Johnny L. (December 2003) High Score!: The Illustrated History of Electronic Games, 2nd, McGraw Hill Education. ISBN 978-0-07-223172-4.
- Donovan, Tristan (April 20, 2010). Replay: The History of Video Games. Yellow Ant. ISBN 978-0-9565072-0-4.
- Goldberg, Marty; Vendel, Curt (November 25, 2012) Atari Inc.: Business Is Fun. Syzygy Press. ISBN 978-0-9855974-0-5.
- Kent, Steven L. (September 6, 2001). The Ultimate History of Video Games. Three Rivers Press. ISBN 978-0-7615-3643-7.
- Rutter, Jason; Bryce, Jo (May 9, 2006) Understanding Digital Games. SAGE Publications. ISBN 978-1-4129-0034-8.
- Smith, Alexander (November 27, 2019). They Create Worlds: The Story of the People and Companies That Shaped the Video Game Industry. CRC Press. ISBN 978-1-138-38990-8.
- Wilson, Jason (May 12, 2015). The Pleasures of Computer Gaming: Essays on Cultural History, Theory and Aesthetics. McFarland & Company. ISBN 978-0-7864-5120-3.
- Wolf, Mark J. P. (August 16, 2012). Encyclopedia of Video Games. Greenwood Press. ISBN 978-1-78539-484-3.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Computer Space“ ვიკისაწყობში.- „Computer Space“ — National Museum Of Play
- „Computer Space“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა
- „Computer Space“ — HJistory Of Information