შინაარსზე გადასვლა

პინბოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Pinball)
„Terminator 2: Judgment Day“, სტივ რიჩის მიერ 1991 წელს შექმნილი პინბოლის აპარატი

პინბოლი (ინგლ. Pinball) — არკადული თამაშის სახეობა, რომელშიც სპეციალურად შემუშავებულ აპარატში (პინბოლის აპარატი), მოთამაშის მიერ გასროლილი ერთი ან მეტი ბურთი ხვდება სხვადასხვა ნათურებს, ბამპერებს, პანდუსებსა და სხვა სამიზნეებს. თამაშის მთავარი მიზანია რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვება ამ სამიზნეებზე დარტყმით და სხვადასხვა დარტყმების განხორციელებით ფლიპერების დახმარებით და ბურთის სათამაშო დაფაზე რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება.

პინბოლის აპარატების უმსხვილესი მწარმოებლები იყვნენ: Bally Manufacturing, Gottlieb, Williams Electronics და Stern Pinball. ამჟამად აქტიური მწარმოებლები არიან: Stern Pinball, Jersey Jack Pinball, American Pinball, Chicago Gaming Company, Pinball Brothers, Dutch Pinball, Spooky Pinball და Multimorphic, Inc., ისევე როგორც რამდენიმე მცირე მწარმოებელი.[1]

  • DeLeon, Christopher Lee (May 2012). Arcade-Style Game Design – Pinball's Connections to Coin-Op Videogames (PDF) (Master of Science in Digital Media thesis). Georgia Institute of Technology.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]